ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პოსტკოვიდური სინდრომი, როცა ადამიანების 30% ინვალიდდება” – გიორგი ფხაკაძე ახალ კვლევაზე საუბრობს

„არანაირი განსხვავება არ არის, ბავშვი იქნება თუ დიდი, ყველა ასაკის ადამიანს ერთნაირად ერჩის ვირუსი, პოსტკოვიდური სინდრომი, – 20-25% (გააჩნია ქვეყანას, გააჩნია დაავადებას), მე ვამბობ, ალბათ, 30%-მდე ადამიანებს სჭირთ სხვადსხვა ტიპის პოსტკოვიდური სინდრომი, – ადამიანი ინვალიდდება (ინვალიდობა არის, როცა შეიზღუდება ადამიანის მენტალური, ფიზიკური ჯანმრთელობა, ღამე ვერ იძინებ, გაქვს დეპრესია, გონება გაქვს გაფანტული, კონცეტრაცია გაქვს დაკარგული, სუნთქვა გიჭირს და ა.შ.” – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, დამოუკიდებელმა ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

მან იტალიაში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებზე ისაუბრა, რომელიც კოვიდ გადატანილ ადამიანებს ეხება. მისი თქმით, კოვიდგადატანილთა 30%-ში პოსტკოვიდური სინდრომი იჩენს თავს.

“ბოლო კვლევებით, რომელიც იტალიაში ჩატარდა, ვინც გადაიტანა კოვიდი სიმპტომურად, ამ პაციენტების 30%-ს დაუტოვა სტრესი (მენტალურად პრობლემა დაუტოვა). აღარაფერს ვამბობ ფილტვებზე, გულზე და სხვა… ზოგი კვლევით, ყველა პაციენტის 10% არის…

საქართველოში დაახილოებით 700 ათასმა ადამიანმა გადაიტანა კოვიდი, ამ ადამიანების 30%-ს, შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის პრობლემა (ბევრი ალკოჰოლი, ბევრი სიგარეტი მოქმედებს). საქართველოში უფრო მაღალია (ბავშვებიც) სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებები.

ადამიანების სიცოცხლე არის მთავარი”, – თქვა გიორგი ფხაკაძემ.

იტვირთბა....