მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების შედეგად “მთავარი არხის”, “ტვ პირველის” , “რუსათავი 2”-ის და “ფორმულას” ჟურნალისტები დაშავდნენ. ტვ პირველის ოპერატორს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.
ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობდა, რა დროსაც მოხდა დაპირისპირება.
დაპირისპირების შედეგად ჩაინგრა მეორე სართულის მოაჯირი და ჟურნალისტები მეორე სართულიდან დაბლა გადაცვივდნენ.
დღევანდელი სხდომის სავარაუდოდ საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალა.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა მეუფე სტეფანე სასულიერო პირებთან შეხვედრას მართავდა. ადგილზე შეიკრიბა მრევლის ნაწილი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ახალი მმართველის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც მეუფემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუწყდა.
მომხდარის შემდეგ შეხვედრა ჩიაშალა.