“დაავალეს მაშინ, რომ ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე წყობიდან გამოეყვანათ. არავინ ამისთვის არ დასჯილა, არაფერი შედეგი არ მოუტანია, რაიმე ვინმესთვის ცუდი. დღეს დავალება აქვთ, რომ ისევ აგინონ ბერას მას მერე, რაც ოჯახი ყავს, ბავშვი გაუჩნდა, იქნებ ისევ რაღაც მოიგონონ, ამითი არიონ სიტუაცია “
გია ვოლსკი, პარლამენტის ვიცე სპიკერი ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.