ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურა ყიფშიძე თავს შე­უძ­ლოდ გრძნობს და ოთა­ხი­დან აღარ გა­მო­დი­ს – რა მდგომარეობაშია ცნობილი მსახიობი

ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა რაზ­მა­ძე, საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე მსა­ხი­ობ ზურა ყიფ­ში­ძის ოჯა­ხის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას და წერს, რომ ოჯახს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

მისი განცხადებით, ოჯახი თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა.

“მე­გობ­რე­ბო, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემს კო­ლე­გებს მივ­მარ­თავ: ზურა ყიფ­ში­ძეს და მის ოჯახს ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა! არ დავ­წერ­დი 8 მარტს ამ პოსტს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მცი­რეა დრო და ვა­დე­ბი მისი პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად. სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში მის ოჯახს კერ­ძო მე­ვახ­შე სახ­ლი­დან გა­ა­ძე­ვებს!

გთხოვთ, ამო­ვუდ­გეთ მხარ­ში თუნ­დაც ამ ამ­ბის სწო­რად გა­შუ­ქე­ბით, რად­გან ოჯა­ხის წევ­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბით ამ­ბო­ბენ, რომ თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდნენ.

თვი­თონ ზურა თავს შე­უძ­ლოდ გრძნობს და ოთა­ხი­დან აღარ გა­მო­დი­სო, ამ­ბობს მე­უღ­ლე.

იქ­ნებ შევ­ძლოთ დახ­მა­რე­ბა! ჟურ­ნა­ლის­ტებს მრა­ვა­ლი მსგავ­სი თაღ­ლი­თო­ბა გა­მოგ­ვი­აშ­კა­რა­ვე­ბია და გა­დაგ­ვირ­ჩე­ნია წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი!

მე სამ­წუ­ხა­როდ ამ ეტაპ­ზე აღარც გა­და­ცე­მა მაქვს და ვერ სი­უ­ჟეტს მი­ვუ­ძღვნი. ამი­ტომ, მხო­ლოდ ის შე­მიძ­ლია რომ კო­ლე­გებს ვთხო­ვო დახ­მა­რე­ბა ამ პოს­ტით!იმე­დია შევ­ძლებთ სი­მარ­თლის დად­გე­ნას და ყიფ­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნას” – წერს მაკა რაზ­მა­ძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

იტვირთბა....