მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს დამოუკიდებელმა ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში და იტალიაში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებზე საუბრობს, რომელიც კოვიდ გადატანილ ადამიანებს ეხება.
მისი თქმით, კოვიდგადატანილთა 30%-ში პოსტკოვიდური სინდრომი იჩენს თავს. ეს სინდრომი ბევრნაირად არის გამოხატული, ზოგს მენტალურად, ზოგს კი ფიზიკურად უზიანებს ჯანმრთელობას.
„არანაირი განსხვავება არ არის, ბავშვი იქნება თუ დიდი, ყველა ასაკის ადამიანს ერთნაირად ერჩის ვირუსი, პოსტკოვიდური სინდრომი, – 20-25% (გააჩნია ქვეყანას, გააჩნია დაავადებას), მე ვამბობ, ალბათ, 30%-მდე ადამიანებს სჭირთ სხვადსხვა ტიპის პოსტკოვიდური სინდრომი, – ადამიანი ინვალიდდება (ინვალიდობა არის, როცა შეიზღუდება ადამიანის მენტალური, ფიზიკური ჯანმრთელობა, ღამე ვერ იძინებ, გაქვს დეპრესია, გონება გაქვს გაფანტული, კონცეტრაცია გაქვს დაკარგული, სუნთქვა გიჭირს და ა.შ.)
ბოლო კვლევებით, რომელიც იტალიაში ჩატარდა, ვინც გადაიტანა კოვიდი სიმპტომურად, ამ პაციენტების 30%-ს დაუტოვა სტრესი. აღარაფერს ვამბობ ფილტვებზე, გულზე და სხვა.
საქართველოში დაახილოებით 700 ათასმა ადამიანმა გადაიტანა კოვიდი, ამ ადამიანების 30%-ს, შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის პრობლემა (ბევრი ალკოჰოლი, ბევრი სიგარეტი მოქმედებს). საქართველოში უფრო მაღალია (ბავშვებიც) სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებები.
ადამიანების სიცოცხლე არის მთავარი”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
ცნობისთვის, 8 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 193 და გარდაიცვალა 15.
მსოფლიოს მასშტაბით კი გასულ დღე-ღამეში 372 328 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 298 595. დაფიქსირდა 5 795 გარდაცვალება. ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო კვირეებში შეინიშნება შემთხვევათა კლება, თუმცა მდგომარეობა მეტად საყურადღებოა.
ასევე, “ბლუმბერგის” მონაცემებით უკვე ვაქცინირებულია 300 მლნ. ადამიანი. დღეში საშუალოდ 7-8 მლნ-მდე ადამიანი იღებს ვაქცინას. ასეთი ტემპით მსოფლიო 75 % იმუნიზაციას დაახლოვებით 3.9 წელში მიაღწევს.