ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოპოზიცია საგანგებო შეხვედრას მართავს – რაზე მსჯელობენ ოპოზიციის ლიდერები

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა მოქმედი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერები იქნება.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხისმგებლობა უნდა აეღო და თანამდებობიდან გადამდგარიყო.

ასევე, როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რიგგარეშე არჩევნებსაც შეეხება საუბარი და რათქმაუნდა ნიკა მელიას საკითხი.

“ნებისმიერ შემთხვევაში, ნიკას გამოშვებაზე, პოლიტპატიმრების გამოშვებაზე და რიგგარეშე არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა, ყურად იღებს იმ ძალიან მძიმე ფაქტს და მოვლენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ტვ პირველის სიუჟეტში, ამიტომ შესაბამისად, მოლაპარაკებებზე არ გაუჭირდებათ სხვა ადმიანის გამოშვება.

ჩვენი პოზიცია არის ცალსახად, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იყოს ნიკა მელია, ჩვენი თავმჯდომარე” – ამბობს დეკანოიძე ჟურნალისტებთან

კომენტარები, თუ რა კონკრეტულ საკითხებზე შეჯერდება ოპოზიცია, შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები.

 

იტვირთბა....