ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა დააარსა

„ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა, „დროა“ დააარსა. მისი განცხადებით, ეს მოძრაობა მოემსახურება ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების პრობლემების წინ წამოწევას. ასევე კორუმპირებული ჩინოვნიკების მხილებას.

ასევე, ხოშტარიამ იუთუბ არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც განაცხადა, რომ ახალი მოძრაობის მთავარი მიზანი იქნება ამხილონ „კორუმპირებული ჩინოვნიკები, მოძალადეები, გამყალბებლები, ნეპოტიზმი, რუსეთთან კავშირები“ და აჩვენონ ხელისუფლებას, რომ არსებულ უსამართლობას ხალხი არ შეეგუება.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ 28 დეკემბერს დატოვა.

იტვირთბა....