ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აშინებდნენ, ემუქრებოდნენ, ძალადობდნენ”- სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს, რომ ბერა ქალებზე სექსუალურად ძალადობდა

ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ეხმიანება და პოსტს აქვეყნებს.

როგორც სოცქსელის მომხმარებელი წერს, გარდა გასაჯაროვებული მუქარისა და ზეწოლისა, ბერა ივანიშვილი ქალებზე სექსუალურადაც ძალადობდა.

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მარიამ კაჭარავა წერს, რომ ბერა ქალებს აიძულებდა, მისი სექსუალური სურვილები დაეკმაყოფილებინათ. ფორმულა Facebook-ში გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მარტივად მოვყვები, ისე რომ ბოდიშები არ მქონდეს მოსახდელი.

ამაზე ადრეც დავწერდი, თუმცა, როგორც ახლა, არც ადრე მქონდა ამის კონკრეტული სამხილები.

არ მოვყვები უბრალოდ დაშინებებზე, რაც ახლა გაჟღერდა, ამის ახლა ჩემი მეგობრებისგან მოყოლილი ისტორიებიდანაც მჯერა, მოვყვები იმ გოგოებზე, რომლებიც ბერას სექსუალური სურვილების იძულებითი დამკმაყოფილებლები აღმოჩნდნენ.

წლების წინ, მაშინ როცა ბიძინა-ბერაზე ავის თქმას ვერავინ გაბედავდა, რადიკალურად განსხვავებული საქმით, საცხოვრებელი ქალაქით, ასაკით და ინტერესებით, გოგოების ისტორიები მოვისმინე.

მათ ან მათ ახლობელ ადამიანებს მხოლოდ ერთი რამ აერთიანებდათ, ბერას “რჩეულები” იყვნენ.

ზოგი სადღაც ქუჩიდან “ააფრინეს”, ზოგი ბარიდან, ზოგი კლუბიდან და ასე უკითხავად, ასე უხმოდ და უსამართლოდ მიჰგვარეს მაგ პერიოდში ახლად გამოჩეკილ უფლისწულს.

არასდროს ვყვები ისეთ რამეს, რაშიც ეჭვი მეპარება, არც იმას ვყვები, რაც შორიდან მოვიდა ჩემმამდე.

შეიძლება ჩემი ეს ზიზღის შეგრძნება, წლების შემდეგ, სწორედ ამ ისტორიებმა გამოიწვია.

თუმცა, კარგად მახსოვს აღწერები, რომ გოგოებს ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდათ, როგორ აშინებდნენ, როგორ ემუქრებოდნენ, როგორ ძალადობდნენ და ამ ისტორიებში არც ადრე და მითუმეტეს არც ახლა, ეჭვი არ მეპარება.

კონკრეტულად არ აღვწერ, როგორ ადამიანს შეუძლია ამ ყველაფრის კეთება საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან დიდი ავადმყოფობაა და ეს ფაქტია.

ადრეც მინდოდა და ახლაც მინდა ამ გოგოებს ეს ყველაფერი თავად მოეყოლათ, თუმცა ვხვდები, როგორი რთული იყო მაშინ და როგორ ასმაგად რთულია წლების შემდეგაც.

სხვანაირ საქართველოში გაღვიძება იქნებოდა ნეტარება, მერე კიდევ ექნებოდა რამისთვის ბრძოლას აზრი”, – წერს მომხმარებელი.

შეგახსენებთ, “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ინფორმაციისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.

ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.

იტვირთბა....