ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უღრმესი მადლობა, რომ ასეთი უნიჭოები ხართ” – ვის მიმართავს დავით გადელია

„დიიდი მადლობა! ნორმალურ ადამიანს სიცილის დიდი მოთხოვნილება აქვს. ამიტომ ილტვის კომედიისკენ, იუმორისტული შოუებისკენ… ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი ჩვენი თანამედროვე, ქართული შოუების შემქმნელებს ტელევიზიებში! ამდენ ხანს სულ გლანძღავდით და უნიჭოს გეძახდით”, – ამის შესახებ აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს.

“ძალიან მცხვენია ასე რომ ვიქცეოდი… ჩემი შვილები და შვილიშვილები იუმორისადმი ამ დიდ მოთხოვნილებას იკმაყოფილებენ ინგლისურენოვანი კომედიური შოუების გამუდმებით ცქერით.

მე ჯერ ისევ რუსულებს ვაწვები, მაგრამ უკვე ცოტა მომბეზრდა და შევეცდები მეც ინგლისურენოვნებს გავუგო (მეტი ბაზარია). ვაღიარებ, ტყუილად გლანძღავდით! რომ არა თქვენი უკიდეგანოდ უნიჭო, უგოიმესი შოუები, ბავშვები ქართულ არხს ვერ მოწყდებოდნენ და ასე კარგად არ გაიწაფებოდნენ ინგლისურში! ეგებ მეც მეშველოს თქვენი ასეთი დახმარებით! უღრმესი მადლობა, რომ ასეთი უნიჭოები ხართ და ფაქტიურად ქართულად საყურებელი არაფერია!! “ – წერს გადელია.

იტვირთბა....