ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი მთლიანად ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.
მაგალითად, „მომავალი წლის პირველი სექტემბრიდან, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების პენსია 216 ლარი იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ხადურმა – ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ადამიანზე ზრუნვა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ბიუჯეტის ხარჯების 1/3 ჯანდაცვის სამინისტროზე მოდის. ეს არის 180 ლარამდე გაზრდილი პენსია და კიდევ ერთ საინტერესო ციფრს გეტყვით – მომავალი წლის პირველი სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსია 216 ლარი იქნება”.
ფინანსთა მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ მთავრობა ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას აგრძელებს: “თითქმის მილიარდი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე. პირველად მილიარდს მიუახლოვდა განათლების სამინისტროს ხარჯებიც,” – ამბობს ხადური.
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი დღეს განიხილავს. ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს დეპუტატებს თავად ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარუდგენს.