ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველა ბერას მორჩილია და ყველა ღარიბაშვილია, ამიტომ მასთან მოსალაპარაკებლად არ დავჯდები!” – ზურაბ ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

“მეტრონომი” ზურაბ ჯაფარიძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“ყველამ ყველაფერი იცის უკვე ოცნებაში. ყველამ იცის რომ ის ჩანაწერები რეალურია და ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაკეთებული.  ყველამ იცის და ხმას არ იღებენ ხმას არ იღებენ იმიტომ, რომ ეშინიათ და/ან კომფორტის დაკარგვა არ უნდათ და/ან იმედს/პოსტვ-ს უყურებენ და “ისევ მიშა მოვა”-სი სჯერათ და ამის უფრო ეშინიათ ვისაც სინდისის ნატამალი ჰქონდა დარჩენილი, ყველა გაქვეულია უკვე, როგორც სჩანს ვინც დარჩა, ყველა ისეთია უკვე ვინც არაფერზე ხმას არ ამოიღებს
ძალიან წვრილი ფილტრი აქვთ გავლილი. ყველა ბერას მორჩილია ყველა ღარიბაშვილია. ამიტომ “ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად”-ს შინაარსი არ აქვს”. – წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ინფორმაციისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.

ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.

იტვირთბა....