ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მონას არასდროს ანიჭებდნენ სრულ სახელს, ასეა ბერა და მისი ყმების ამბავიც” – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

გვარამია წერს, რომ ტელევიზია რეალობას უნდა ასახავდეს, ამიტომ ტელეკომპანია “მთავარი” ამიერიდან ტიტრებში გამოიყენებს ღარიბაშვილის, გომელაურისა და ჩუბინიძის რეალურ სახელებს.

“ტელევიზია უნდა ასახავდეს რეალობას.

მონას არასდროს ანიჭებდნენ სრულ სახელებს. ასეა ბერა და მისი ყმების ამბავიც, რაც მოვისმინეთ, ყველას “კლიჩკები” აქვთ.

ხოდა, რეალობის ასახვის ვალდებულების გამო, ტელეკომპანია მთავარი ამიერიდან ტიტრებში გამოიყენებს ამ პერსონაჟების რეალურ სახელებს:

1. იკა ღარიბაშვილი
2. ანზორა ჩუბინიძე
3. ვახო გომელაური

სანამ ეს მონები ხელისუფლებაში არიან, ასე იქნება მუდამ.” – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ინფორმაციისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.

ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.

იტვირთბა....