მთავარი ციტატა

“მიმიშვით ღუმელთან, 6 თვით წავიყვან ჯარში და მასზე მეტად მამამისის მაგინებელს ვერ ნახავთ” – ოქრუაშვილი ბერა ივანიშვილზე

“სულაც არაა საქმე ისე, როგორც თქვენ ხატავთ მაგ ბავშვთან მიმართებაში. ხარი ხართან რომ დააბაო ხომ გსმენიათ. მამამისის გვერდით სხვას რას ისწავლიდა? მიმიშვით ღუმელთან, 6 თვით წავიყვან ჯარში და მასზე მეტად მამამისის მაგინებელს ვერ ნახავთ. პატრიოტიზმსაც ვასწავლი და ორფოლოს ტალახითაც ცოტა ფერს ავაღებინებ.”

ირაკლი ოქრუაშვილი – “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ოქრუაშვილი აღნიშნული პოსტით ბერა ივანიშვილის ირგვლიავ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ინფორმაციისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.

ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.

 

იტვირთბა....