ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსლის  234 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა.

ამავე ვებ-გვერდის მონაცემების მიხედვით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან  349 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო საბოლო ჯამში კოვიდ-19  266 693-მდე ინფიცირებულმა დაამარცხა.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსლის ინფექციისგან 9 ადამიანი გარდაცივლა. სულ 3 576 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 234 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში გამოვლინდა.

ამ დროისთვის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში  5 719 ადამიანი იმყოფება.

სულ 6 ოქტომბრიდან – 6 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 554 პირი.

იტვირთბა....