ახალი ამბები მთავარი

მესტიის მერი ჟურნალისტს დაემუქრა, შემდეგ კი მანქანა დაუზიანა – “მთავარი არხი”

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, “მთავარი არხის” ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარა და ქონების დაზიანების ფაქტი გამოიძიოს.

“მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის 6 მარტს ჟურნალისტ ემა გოგოხიას მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი დაემუქრა და ქვეყნიდან წასვლისთვის ფულიც შესთავაზა, მომდევნო დილით კი მანქანის ოთხივე საბურავი დაზიანებული დახვდა.

გოგოხია მერის მონაწილეობით კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავებაზე მუშაობდა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია.

ქარტიას მიაჩნია, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა თანამდებობის პირის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტი.

შსს-მ გამოძიება მუქარის და სხვისი ქონების განზრახ დაზიანების მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....