„გაზპრომთან“ მოლაპარაკებები დეკემბერში დასრულდება. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ლუქსემბურგში „გაზპრომის“ ხელმძღვანელ ალექსეი მილერთან შეხვედრაზე კომენტარს აკეთებს. კალაძის განმარტებით, „გაზპრომის“ მხრიდან საკითხი იდგა, რომ ის 10% გატარების მოცულობა, რომელსაც საქართველო იღებს, ყოფილიყო თანხობრივად ანაზღაურებადი. კალაძის თქმით, ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში მილერთან სხვა შეხვედრებიც დააანონსა.
შეგახსენებთ, კალაძე-მილერი ერთმანეთს ლუქსემბურგში შეხვდნენ. შეხვედრის დეტალები ენერგეტიკის სამინისტროს არ გაუსაჯაროებია.