ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ექვსი დაღუპილი და 30 დაშავებული – შემზარავი ავარიის დეტალებს სამართალდამცავები ადგენენ

პოლონეთში მომხდარი ავტოავარის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-ზე მეტი მძიმედ დაშავდა.

როგორც უცხოურ მედიაში წერენ, ავტობუსი, რომელშიც 57 ადამიანი იმყოფებოდა, ღამით გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში გადავარდა. შემთხვევა ქალაქ კაშიცესთან მოხდა.

ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყველა დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი უკრაინისკენ მიემართებოდა. „როდესაც ინციდენტი მოხდა, მგზავრების უმეტესობას ეძინა, მათ არ ეკეთათ ღვედები, შედეგად ისინი სერიოზულად დაშავდნენ. მათი უმეტესობა ახალგაზრდები არიან, რომლებიც სამუშაოდან სახლში მიდიოდნენ“, – განაცხადა სასაზღვრო ქალაქ ფშემისლის ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელმა.

მომხდარის მიზეზებს სამართალდამცავები ადგენენ.

იტვირთბა....