ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე ამის შიში მაქვს…”- რა განცხადებას ავრცელებს მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დღეს მთავარი პრობლემა არაა, რომ ვაქცინა დაგვიანებით შემოვა, პრობლემა და შიშის საფუძველია ის, მივა თუ არა მოსახლეობა ასაცრელად. ამის შესახებ გაბუნიამ “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა.

როგორც გაბუნია ამბობს, პრობლემაა ის, როდესაც მარტში პირველი დოზა შემოვა, რამდენად აითვისებენ ამას.

“პროცესები როდესაც დაწყებულია და ამას მთავრობა ეტაპობრივად მიყვება, რაღაც შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს. მე ვფიქრობ, ჩვენთვის მთავარი პრობლემაა ის, რომ შესაძლოა, სამინისტროს მხრიდან სამუშაო დეტალები საკმარისად გაზიარებული არ ყოფილა. ამასაც რაღაც ახსნები აქვს. გაუთქმელობის ხელშეკრულებაა პირველი ეტაპი, რომელსაც ჩვენ ხელს ვაწერთ.

თუმცა, მნიშვნელოვანია რაღაცნაირად გავერთიანდეთ თემის გარშემო. მე იმის პრობლემა და შიში არ მაქვს რომ ქვეყენაში ვაქცინა არ შემოვა, მე იმის შიში მაქვს, მარტში როდესაც ის 40 000 დოზა შემოვა, აპრილში, ჩვენ რამდენად წარმატებით ავითვისებთ მას და მოსახლეობა მივა თუ არა ასაცრელად, თუნდაც სამედიცინო პერსონალი,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში “ფაიზერის” პირველ დოზას თებერვლის ბოლოს ელოდებოდნენ, თუმცა ვაქცინის შემოტანის პროცესი გადაიდო.

დღეს, 5 მარტს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გაავრცელა ინფრმაცია, რომ საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინა მარტის ბოლო კვირაში შემოვა.

 

იტვირთბა....