მთავარი ციტატა

“ეს ვირუსი ისე წავა, ვაქცინა არ დასჭირდება”- ლევან რატიანი

“საბედნიეროდ, კორონავირუსს ლეტალური გამოსავალი უფრო ნაკლები აქვს ვიდრე სხვა დაავადებას, ამიტომ ეს გვაფიქრებინებს, რომ დადგება მომენტი, როდესაც ამ ვირუსთან ბრძოლაში მედიკო ბიოლოგები გაიმარჯვებენ. ეს ვირუსი ისე წავა სამყაროდან, ვაქცინა არ დასჭირდება”.

ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი

ამის შესახებ ლევან რატიანმა ჯერ კიდევ  სექტემბერში ვაქცინაზე საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში “ფაიზერის” პირველ დოზას თებერვლის ბოლოს ელოდებოდნენ, თუმცა ვაქცინის შემოტანის პროცესი გადაიდო.

ვაქცინის შემოტანის დაგვიანების საკითხს გამოეხმაურნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი. როგორც მათ განაცხადეს, საქართველოში ხარისხიან ვაქცინაციას ელოდებიან, რაზეც მოთხოვნა დიდია, დაგვიანებაც სწორედ ამას უკავშირდება. ხოლო, ქვეყნებმა, რომლებმაც ვაქცინაცია უკვე დაიწყეს, მათ ძირითადად ჩინური და რუსული ვაქცინები აქვთ.

იტვირთბა....