ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უკვე მეოთხე ტალღაზე საუბრობენ… ჩვენს ხელშია, ავიცილებთ, თუ არა”- რა ინფორმაციას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იყოს, ვინაიდან ევროპის ქვეყნებში ელოდებიან.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, აშშ-ში უკვე მეოთხე ტალღაზე საუბრობენ, ხოლო საქართველოში მესამე ტალღა დადგება ტუ არა, ეს საზოგადოების ხელშია.

ცერცვაძე წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოში პირბადეების ტარების მაჩვენებელმა იკლო, რაც, მისი თქმით, ეპიდვითარებას კვლავ გააუარესებს.

“რა თქმა უნდა, მესამე ტალღა მოსალოდნელია, ყოველ შემთხვევაში ევროპის ქვეყნებში ელოდებიან, მერკელმა პირდაპირ თქვა, რომ ველოდებით მესამე ტალღას და მკაცრი ლოქდაუნი 7 მარტამდე გაახანგრძლივა. აშშ-ში უკვე მეოთხე ტალღაზე საუბრობენ. მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ეს არ არის სავალდებულო, ეს არაა ბედისწერა.

ჩვენს ხელშია ავიცილებთ, თუ არა მესამე ტალღას. ამაში ვაქცინა დაგვეხმარება, მაგრამ სანამ ვაქცინა არაა ჩვენი და მესამე ტალღის ბედი ჩვენს ხელშია. პირბადეების ტარება არის უმნიშვნელოვანესი. სამწუხაროდ ჩემთან მოდის ინფორმაცია, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად პირბადეებზეც უარი თქვეს. თუ პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი 72%-იყო, ახლა 62%-ია. მესამე ტალღისგან, რომ თავი დავიზღვიოთ პირბადეების ტარების მაჩვენებელი 90%-მდე უნდა გაიზარდოს,”- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

იტვირთბა....