ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დიდი საყვედური ჩემგან, იმდენად დაგაგვიანდათ, რომ ორჯერ სპეცრაზმმა მოგასწროთ”- ადგილობრივი მინისტრებთან შეხვედრაზე

რიონის ხეობაში “ნამახვანჰესის” აშენების ერთ0ერთი მოწინააღმდეგე ადგილობრივი მკვიდრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას პასუხობს.რომელიც დღეს ადგილობრივებს პირადად შეხვდა და მათ პროტესტს გაეცნო.

მაკა სულაძემ მინისტრებს მიმართა, რომ მისი ვიზიტი იმდენად დაგვიანებულია, ორჯერ სპეცრაზმმა ჩაასწრო.

“დიდი საყვედური ჩემგან დაგვიანებისთვის, იმდენად დაგაგვიანდათ ბატონებო და ქალბატონებო, რომ ორჯერ სპეცრაზმმა მოგასწროთ.”ეს ძალიან შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, როცა უცხოური კომპანიის თვალწინ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის დამცველებს შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. ჩვენ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მივიღეთ, თუნდაც რელიგიური ნიშნით, თუნდაც სხვა თვალსაზრისით”, — თქვა მაკა სულაძემ.

შეგახსენებთ, ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ჟონეთში ოთხი თვეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი უცხოური კომპანიის გასვლას და ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. პროტესტის ნიშნად კი ღამე კარვებში ათენებენ. არაერთხელ მოხდა დაპირისპირება ადგილობრივებსა და სპეცრაზმელებს შორის.

დღეს კი, პრემიერ-მინისტრის დავალებით, გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ადგილობრივებთან შესახვედრად ადგილზე წავიდნენ.

 

იტვირთბა....