ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქვეყანაში “ფაიზერის” შემოტანის საბოლოო თარიღი ცნობილია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფრმაციით, საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინა მარტის ბოლო კვირაში შემოვა.

მისივე ინფორმაციით, იგივე პერიოდში შემოვა ” ასტრაზენეკას” პირველ დოზები.

“წინასწარი ინფორმაციით, ფაიზერის ვაქცინას მოგვაწოდებენ 22 მარტის კვირაში.

“ასე რომ მოლოდინი გვაქვს, მარტის ბოლოს ვაქცინაცია უნდა დაიწყოს” განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში “ფაიზერის” პირველ დოზას თებერვლის ბოლოს ელოდებოდნენ, თუმცა ვაქცინის შემოტანის პროცესი გადაიდო.

ვაქცინის შემოტანის დაგვიანების საკითხს გამოეხმაურნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი. როგორც მათ განაცხადეს, საქართველოში ხარისხიან ვაქცინაციას ელოდებიან, რაზეც მოთხოვნა დიდია, დაგვიანებაც სწორედ ამას უკავშირდება. ხოლო, ქვეყნებმა, რომლებმაც ვაქცონაცია უკვე დაიწყეს, მათ ძირითადად ჩინური და რუსული ვაქცინები აქვთ.

იტვირთბა....