ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ტექნოლოგია

(ვიდეო) ილონ მასკის კომპანიის რაკეტა დაშვებიდან 8 წუთში აფეთქდა

ილონ მასკის კომპანიის რაკეტა Startship NS10 სატესტო გაფრენის შემდეგ პირველად დაეშვა წარმატებულად. მაგრამ დაშვებიდან 8 წუთის შემდეგ აფეთქდა.

საფრენი აპარატი გაშვების შემდეგ წარმატებით ავიდა 1000 მეტრის სიმაღლეზე. ამის შემდეგ დაიწყო მისი დაშვებისთვის მომზადება და დაიწყეს რაკეტის ძრავების ერთმანეთის მიყოლებით გამორთვა. მისი წინამორბედებისგან, SN8 და SN9-გან განსხვავებით მიწაზე წარმატებით დაეშვა. SN8 და SN9 ჰაერშივე აფეთქდნენ.

თუმცა მთლად წარმატებულად არ დამთავრდა SN10-ის საცდელი ფრენაც, რადგან . როგორც The New York Times-ი წერს, დაშვებიდან 8 წუთში ხომალდი აფეთქდა.  აფეთქება, სავარაუდოდ საწვავის გაჟონვამ გამოიწვია.

ილონ მასკი იმედოვნებს, რომ Starship-ს ორბიტაზე თანამგზავრების გადასატანად და მთვარესა და მარსზე გასაფრენად გამოიყენებენ.

იტვირთბა....