საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეა წულუკიანი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.
ყოფილი პრემიერის თანმდებობიდან გადადგომის დროს წულუკიანი კოვიდინფიცირებული იყო და მას ეს საკითხი ამ დრომდე არ შეუფასებია.
“მე ეს მასაც გავუზიარე, როცა ბრიფინგი მოვისმინე. ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო და არასწორი, რაც კიდევ უფრო დასანანი მგონია, მისთვის პირადად ეს გადაწყვეტილება არის საზიანო.
რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ვინაიდან ეს ადამიანი აღარ არის პოლიტიკურ პროცესში, ეს დროებითია თუ სულ ასე იქნება, ჩვენ არ ვიცით, თუ ის ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესში მისთვის დასასმელ კითხვებს დავუსვამ პირადად მას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.