ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წარმატება კი, პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზის შეთანხმება იქნება” – სალომე სამადაშვილი

“არ მიმაჩნია მიზანშეწონილად რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სამადაშვილი განმარტავს, რომ მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება წარმატების გარანტია.

„არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, როდესაც საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შედგება თუ არა მიშელის ინიცირებული მედიაციის პროცესი, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწუვეტილების დაბლოკვა. საქმეს არაფერში გამოადგება. ასევე, ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება მოლაპარაკებების პროცესში, წარმატების გარანტიაა. წარმატება კი, პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზის შეთანხმება იქნება, მათ შორის საარჩევნო რეფორმისაც“, – წერს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე.

იტვირთბა....