ოკუპირებულ აფხაზეთში ცნობილი “კრიმინალური ავტორიტეტი“ ახრა გეზერდავა, იგივე “პიზა” მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა ავრცელებს.
გეზერდავას მკვლელობა უკავშირდება ორი აფხაზი გოგონას ჩათრევას ნარკოტიკების მოხმარებაში, რაც მოკლულმა კიდევ ერთ ავტორიტეტთან, ე. წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის შვილთან, ბატალ ფილიასთან, იგივე “ბატაშკასთან” ერთად მოაწყო.
AMRA-life წერს, რომ ერთ-ერთი გოგონას ნათესავებმა (გვარად არძინბა) გადაწყვიტეს შურისძიება.
კრიმინალური „ავტორიტეტის“ მკვლელობა გუდაუთაში 3 მარტს, 05:30 საათზე ცენტრალური საავადმყოფოს ეზოში მოხდა.