ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

თაღლითობის ბრალდებით 5 პირი, მათ შორის შსს-ის თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც დოკუმენტის გაყალბებას და თაღლითობის გზით დიდი ოდენობის თანხის დაუფლებას ედავებიან.

დაკავებული ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი. მათ შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას”, – წერია უწყების განცხადებაში.

დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....