მთაწმინდის რაიონში, ვ. პეტრიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 4 500 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური, ტროტუარი და სანიაღვრე ქსელი.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს არსებული საფარის დემონტაჟი. სამუშაოები კი, მარტის შუა რიცხვებში დასრულდება.
ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
„ჩვენთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, რომელიც მთაწმინდის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ამორტიზებული იყო. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით 500 000 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურულ პროექტს კომპანია „პარმა“ ასრულებს.