გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობითვე, 4 მარტს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება, 5 მარტს კი შედარებით დათბება.