მომღერალი ქეთი წიკლაური, მამის, თემურ წიკლაურის გარდაცვალებისა და შემდგომი პერიოდის შესახებ წერს, რომელიც ოჯახს ძალიან მძიმედ გადააქვს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დედა თავს ცუდად გრძნობს.
„ჯერ კიდევ არ შემიძლია, ვიყო ბოლომდე ადეკვატური, ძნელად მილაგდება აზრები. მართალია, ტვინს გააჩნია ეს უსაშველოდ მტკივნეული ინფორმაცია, მაგრამ მთელი ჩემი არსება ეწინააღმდეგება ამის გააზრებას. ცხოვრება გრძელდება, ასეთი ულმობელია და ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს.
დედა ძალიან სუსტადაა. მას ისედაც აწუხებდა თავისი დაავადება – პარკინსონი, ჰქონდა დაბალი წნევა, რასაც კოვიდიც დაემატა. დედა და მამა გორის ჰოსპიტალში იყვნენ მოთავსებული, დედამ იქ ათი დღე დაჰყო და გამოვიყვანეთ… თემურის გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენლად მძიმეა. ამიტომ მე და ანდრია ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მას სიცოცხლის სურვილი დავუბრუნოთ…“ – ამბობს ჟურნალ “სარკესთან” ქეთი წიკლაური.
წყარო: “სარკე”