ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საშინელი ტრაგედია – დაღუპულია 7 სტუდენტი

მინიმუმ 7 სტუდენტი დაიღუპა და 5 მძიმედ დაშავდა ბოლივიაში მომხდარი ტრაგედიის დროს. ამის შესახებ მასალას Voice of America აქვეყნებს.

გავრცელებული ცნობებით “ელ ალტოს” უნივერსიტეტის შენობის მეოთხე სართულზე რკინის მოაჯირმა ხალხის მასას ვერ გაუძლო და ახალგაზრდები ბეტონის იატაკზე გადაცვივდნენ.

დაღუპულები და დაშავებულები 19-დან 27 წლამდე ახალგაზრედები არიან.

“როიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტამდე სტუდენტებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.

ბოლივიის ოფიციალურ უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დეტალი მალე გახდება ცნობილი.

იტვირთბა....