aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დადგება დრო, როცა ჩვენ გვექნება ჭარბი ვაქცინა” – თამარ გაბუნია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დადგება ის დროც, როცა ჩვენ გვექნება ჭარბი ვაქცინა და შემდეგ იმაზე ვილაპარაკებთ, როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ვაქცინის სწორი და დროული გამოყენება,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ამით უპასუხა კითხვას, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს საქართველოში არცერთი დოზა ვაქცინა არ არის შემოსული, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში, გვქონდა მოლოდინი და პირობა, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინას მიიღებდა.

გაბუნიას განცხადებით, სამწუხაროდ ვაქცინაციის პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა წარიმართოს და ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი არ უნდა ხდებოდეს.

“ძალიან ცუდია, რომ იმის ნაცვლად, რომ ვაქცინაციის პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს, პოლიტიკური სპეკულირების საგანი გახდა. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესის დაწყება არის მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა იმ უწყების პასუხისმგებლობა, ვინც ჩართულია ამ პროცესში.

მაქსიმალურად ყველა შესაძლო გზა არის ნაცადი და გამოყენებული იმისათვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს დროულად. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეფასდება და დადგება ის დროც, როცა ჩვენ გვექნება ჭარბი ვაქცინა და შემდეგ იმაზე ვილაპარაკებთ, როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ვაქცინის სწორი და დროული გამოყენება. მაგრამ დღეს, ძალიან ცუდია, რომ ვაქცინა გახდა პოლიტიკური ზეწოლის საგანი, რაც, რა თქმა უნდა, სრულად აზარალებს და არაფერს მატებს ამ პროცესს”. – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იტვირთბა....