ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება ჩვენი სტატიები ჯანდაცვა

რატომ არ გვაძლევს “კოვაქსი” ვაქცინას და მერამდენე ვართ ვაქცინის რიგში

მსოფლიო საზოგადოებამ გასულ წელს ბევრი ახალი სიტყვა შეისწავალა თუ გაიზეპირა. ნუ, ხშირად რომ ვხმარობთ და ჯერ ისევ პოპულარობის პიკშია ეს სიტყვები, ფაქტია: პირბადე, სადეზინფექციო ხსნარი, კოვიდი, პანდემია და ასე შემდეგ.

ამ წლის დასაწყისიდან კი ყველა მხრიდან ამ სიტყვებთან ერთად გვესმის: კოვაქსი, კოვაქსი, კოვაქსი.

რა არის “კოვაქსი”? საიდან მოვიდა? რა უნდა? რატომ არ გვაძლევენ ვაქცინას? არ გვაძლევენ თუ ვერ მიგვიღია? მეტრონომი დაინტერესდა ამ თემით და მოიძია ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შევეცდებით, მიმოვიხილოთ, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მდგომარეობა, ასევე საქართველოსიც.

“კოვაქსის” პლატფორმა კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 2020 წლის 24 აპრილს შეიქმნა. ინიციატივა ეკუთვნოდათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, მსოფლიო ვაქცინისა და იმუნიზაციის ალიანსს, ევროპის კომისიას და სხვა ორგანიზაციებს, რომლებმაც აიღეს პასუხისმგბელობა, განვითარებადი და მესამე სამყაროს ქვეყნებმა მიიღონ ვაქცინის სათანადო დოზა, რადგან პანდემიის დასრულება დროულად მოხდეს.

ყველას მოგვეხსენება, რომ ძლიერთა ამა ქვეყნისათა, თავისუფლად შეუძილიათ იყიდონ, აწარმოონ, მიიღონ საკმარისზე მეტი ვაქცინის დოზა. პლატფორმის შექმნის მთავარი იდეაც სწორედ ეს იყო, რომ ყველა ადამიანს, მდიდარი თუ მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნებიდან, თანაბრად ჰქონდეს წვდომა ვაქცინის დოზაზე. მათი აზრით, ეს აღკვეთს მსოფლიო უსამართლობას ვაქცინის განაწილების მიმართულებით. საყოველთაო უსამართლობაზე კი “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია” მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც უმდიდრესმა ქვეყენბმა 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ვაქცინის დოზების მომარაგება დაიწყეს თავიანთვის.

2020 წლის 15 ივლისისთვის “კოვაქსის” პლატფრომას უკვე 165 ქვეყანა შეუერთდა, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 60 %-ია. საქართველო ამ პლატფორმის წევრი 2020 წლის 31 აგვისტოს გახდა. საბოლოო ჯამში კი “კოვაქსმა” მსოფლიოს 190 ქვეყანაში 2 მილიარდამდე დოზა უნდა გაანაწილოს. ვაქცინებს ამ პლატფრომით როგორ მსოფლიოს 92 განვითარებადი, ასევე 98 მდიდარი ქვეყანა მიიღებს და ეს იქნება  ვაქცინის თანაბარი და ერთდროული განაწილება. (BBC) 

რა თქმა უნდა, “კოვაქსი” სრულად ვერ უზრუნველყოფს მსოფლიო მოთხოვნას, თუმცა გეგმა და მიზანი, რომელიც აქვს პლატფორმის ორგანიზატორებს, დასაფასებელია. 2021 წლის პირველ ნახევარში გამიზნულია, ბენეფიციარ ქვეყებს მიეწოდოს “ფაიზერის” 1,2 მლნ, ხოლო  “ასტრა/ზენეკას” 336 მლნ ვაქცინის დოზა. განაწილების პრინციპი დაფუძნებულია ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლების რიცხოვნობაზე.

მაგალითად, დღევანდელი პროგონოზით საქართველო მიიღებს 184 800 “ასტრა/ზენეკას” ვაქცინას და 29 250 “ფაიზერის” მიერ წარმოებულ ვაქცინას. ეს, საერთო ჯამში, 4 მილიონიანი მოსახლეობის მხოლოდ 3%-ისთვისაა საკმარისი. თუმცა, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ “კოვაქსიდან” მოსახელობის 20 %-თვის სამყოფი ვაქცინა გარანტირებულია და მას ქვეყანა ეტაპობრივად მიიღებს.  ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები, ასევე აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-დან 70%-მდე ვაქცინაციას გეგმავენ. ამ რაოდენობაზე გათვლილი დანარჩენი ვაქცინა საიდან ან როგორ უნდა შემოვიდეს, ამაზე საუბარი არც კი მიმდინარეობს. გვესმის ერთი და იგივე განცხადებები, რომ მწარმოებლებთან ვაწარმოებთ მოლაპრაკებებს, თუმცა რეალური შედეგი და წინადადება არ გაჟღერებულა.

რატომ ვერ მიიღო საქართველომ დაპირებული პირველი დოზა თებერვლის თვეში, ამ საკითხის გარკვევა საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” სცადა და “კოვაქს” პლატფორმის ოფიციალურ წარმომადგენლებს დაუკავშირდა. პირველ მარტს გავრცელებული ინფორმაციით, “კოვაქს” პლატფორმიდან განმარტეს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. როგორც “კოვაქსიდან”  განაცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.

გამოდის, თუ “კოვაქს” პლატფორმას დავუჯერებთ, საქართველომ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და ვაქცინის შემოტანის დაგვიანების მიზეზი სწორედაც რომ ეს გამხდარა. სხვათაშორის, ის ინფორმაციაც კი გავრცელდა, რომ საქართველოში „ფაიზერის” ვაქცინის შემოტანის პროცესის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი აპლიკაცია სწორად ვერ შეავსო. ჭორ-მართალს თავი რომ დავანებოთ და დოკუმენტაციის არასწორად გაგზავნის ბრალია თუ სხვა ფაქტორის, ამაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ფაქტი კი ერთია –  ვაქცინის დოზები ამ დრომდე არ გვაქვს.

“კოვაქსის” განცხადებას მალევე უპასუხეს ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც განაცხადეს, რომ “ვაქცინის შემოტანის გადავადება ქვეყნის მზაობას არ უკავშირდება, მიზეზი – ფაიზერის მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენებაა.” მეტიც, ჯანდაცვის სამინისტრომ “კოვაქს” პლატფორმას დამატებითი ახსნა-განმარტების გაკეთება მოსთხოვა.

ჯანდაცვის მინისტრიდან გაირკვა, რომ “კოვაქსს” მსგავსი სახის პრობლემა შეექმნა ბოსნია და ჰერცეგოვინასთანაც, რის გამოც ქვეყანამ პლატფორმას უჩივლა კიდეც.  მედიის წარმომადგენლის მიერ დასმულ კითხვაზე, აპირებს, თუ არა ბოსნია და ჰერცეგოვინას მსგავსად უჩივლოს “კოვაქსის” პლატფრომას ასე უპასუხა:

“კოვაქს პლატფორმა ერთელ უკვე მოხვდა მსგავს გაუგებრობაში, კერძოდ, ბოსნიასთან დაკავშირებით, რის გამოც ბოსნიამ უჩივლა კოვაქს პლატფორმას. ჩვენ ამ ეტაპზე ჯერ ველოდებით განმარტებებს იმის თაობაზე, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, ვინაიდან მსგავსი რამ ნამდვილად არ ყოფილა. შემდეგ გავაგრძელებთ საჭირო კომუნიკაციებს”

“იმედი გვაქვს, რომ ეს გადავადება აღმოიფხვრება. იმედია, ის დამატებითი მოთხოვნა, რომელსაც „ფაიზერი“ სატელეფონო ზარისას გაგვიზიარებს, მალე შესრულდება და დაპირებულ ვაქცინას მივიღებთ მალევე. 2-3 კვირიან გადავადებაზე საუბრობს „კოვაქსი“ ამ ეტაპზე, თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ „კოვაქსის“ დაპირება დამოკიდებულია მიმწოდებელზე“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ

კიდევ ერთი გავრცელებული ცნობით, “კოვაქსის” პლატფრომიდან რეგიონში შერჩეული იყო 4 ქვეყანა – საქართველო, ბოსნია, უკრაინა და მოლდოვა. ეს ოთხი ქვეყანა უნდა ყოფილიყო „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი მიმღები. ვაქცინის მიღების თარიღად ყველა მათგანისთვის განსაზღვრული იყო თებერვლის შუა რიცხვები. თუმცა ამ დრომდე არცერთ ამ ქვეყანას “კოვაქსიდან” ჯერ-ჯერობით ვაქცინა არ მიუღია.

თუმცა ერთია, რომ ბოსნიას ნამდვილად ჰქონდა უკმაყოფილება და გაუგებრობა “კოვაქსის” პლატფრომასთან იგივე მიზეზებით, რაც საქართველოს, თუმცა ადგილობირვი მედიის გადახედვის შემდეგ, ვერ ვაწყდებით ინფორმაციას, სადაც საუბარია, რომ ბოსნიის ხელისუფლება და ოფიციალური პირები სადმე სარჩელის შეტანას აპირებდნენ “კოვაქსის” წინააღმდეგ.

ერთ-ერთ ადგილობრივ გამოცემაში აღნიშნულია, რომ ამ გაუგებრობის შემდეგ ბოსნიის მთავრობამ გადაწყვიტა, პირდაპირი კომუნიკაციები ეწარმოებინა ვაქცინის მწარმოებლებთან. ხოლო პირველი დოზები კი სარაევოში სერბეთის პრეზდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ჩაიტანა. “ასტრა/ზენეკას” 10 000 დოზა მან მედიცინის მუშაკებისათვის საკუთარი ხელით ჩაიტანა ბოსნიის დედაქალაქში. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა “ალ ჯაზირაც” ავრცელებს.

თავის მხრივ, სერბეთს იანვრიდან რამდენიმე ტიპის ვაქცინით აქვს დაწყებული მოსახლების აცრა. ეს ვაქცინებია: ჩინური “სინოფარმი”, რუსული “გამალეია” და ახლახან მიღებული “ასტრა/ზენეკას” დოზებია. სერბეთი “კოვაქსის” პლატფრომიდან ამ დროის მონაცემებით 345 600 დოზას ელოდება, რაც მისი 8,5 მილიონიანი მოსახლების მხოლოდ 2% ეყოფა. თუმცა “ბლუმბერგის” მიხედვით, ქვეყანაში უკვე 1,5 მლნ დოზაა გაცემული, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 100 ადამიანზე 22-ს უკვე მიღებული აქვს მინიმუმ ერთი დოზა, ხოლო მოსახლეობის 7,6% სრულად ვაქცინირებულია.

რა ხდება ჩვენს სამეზობლოში?

სომხეთი, როგორც ჩვენ, ისევ უვაქცინოდაა დარჩენილი. სავარაუდოდ ისინიც “კოვაქსიდან” ელოდებიან ზარს ან ვაქცინას. დღევანდელი მონაცემებით, სომხეთმა 146 400 დოზა უნდა მიიღოს, რაც მისი 3 მლნ-ანი მოსახლების დაახლოებით 2,5 % -თვისაა საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ინფორმაცია რუსული ვაქცინის მიღების მზაობასთან დაკავშირებით, ამ მხირვ სიახლე არაა ჯერჯერობით.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ “ბლუმბერგის” მონაცემებით უკვე გაცემულია 300 000-მდე დოზა, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 100 მოსახლეზე სამმა უკვე მიიღო მინიმუმ ერთი დოზა. გავრცელებული ცნობით, აზერბაიჯანს ჩინური “სინოფარმის” ვაქცინა თურქეთმა გაუზიარა. “კოვაქსის” პლატფრომიდან აზერბაიჯანი 506 000 დოზას მიიღებს, რაც მისი 10 მლნ-ანი მოსახლეობის 2,5 % -თვისაა საკმარისი.

რა ხდება თავად თურქეთში? თურქეთმა უკვე თვეზე მეტია ვაქცინაციის გეგმა სრულად აამოქმედა. ძირითადი წყარო ჩინური “სინოფარმის” ვაქცინაა. ისევდაისევ “ბლუმბერგზე” დაყრდნობით ქვეყანაში გაცემულია 9 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინის დოზა, რაც ყოველ 100 მოსახლეზე 11 ადამიანისთვის მინიმუმ ერთი დოზის მიღებას ნიშნავს.  “კოვაქსის” ბენეფიციართა სიაში თურქეთი არ არის. როგორც ჩანს, თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს მწარმოებლებთან და პირდაპირი წესით შეიტანოს ქვეყანაში ვაქცინა.

ამ ყველაფრის პარალელურად, განა გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ,”კოვაქსის” პლატფორმიდან მიიღო ვაქცინის 600 000 დოზა, 2021 წლის 24 თებერვალს. ეს განას 31 მილიონიანი მოსახლეობის მხოლოდ 1%-თვისაა საკმარისი.  26 თებერვალს კი ვაქცინის დოზები კიდევ ერთ აფრიკულ ქვეყანაში, კოტ დიუვარში ჩავიდა. 

1-ელ მარტს, კოლუმბია გახდა პირველი ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში, სადაც ვაქცინის 100 000 დოზაზე მეტი ჩავიდა. 2 მარტს გავრცელებული ცნობებით კი უკვე ანგოლა და კენიაც შეუერთდნენ ვაქცინის მიმღებთა რიგებს.

“კოვაქსმა” ვაქცინების მიწოდების პირველი ეტაპი დაიწყო. როდის მოაღწევს საქრთველოში ვაქცინა, ჯერ ისევ უცნობია. ფაქტია, რომ როდისმე მოაღწევს, როცა ყველა ქვეყანა, ასე თუ ისე დააკმაყოფილებს საკუთარ ჯანდაცვის სისტემას. უბრალოდ გლობალური ვაქცინაციის პირობებში ჩვენც ინერციით მოვყვებით და სხვა გზით თუ არა, ამ გზით მაინც მივიღებთ ვაქცინის დოზებს.

კიდევ ერთი მთავრი რამ: “კოვაქსის” პლატფორმას ჰყავს დონორები იმ ქვეყნების სახით, რომლების ფინანსურად ძლიერები არიან და თვითონ შეუძლიათ ვაქცინის ყიდვა. გაერთიანებულმა სამეფომ 734 მლნ აშშ დოლარი გადარიცხა, გერმანიან 1 მილიარდამდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 მლრდ აშშ დოლარი. (BBC)

მთავარი რამ, რაზეც ალბათ ყველა თანხმდება არის ის, რომ რაც მალე დაიწყება ვაქცინაცია, მალე დასრულდება პანდემია, ხოლო პანდემიის დასრულება ეკონომიკის სრულ ამუშავებას ნიშნავს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ეს ტურიზმის სექტორისთვისაც ახალი სიცოცხლის მინიჭებას ტოლფასიცაა, ამიტომ, დღეს ალბათ ხელისუფლების ყველა ძალისხმევა ვაქცინის რაც შეიძლება მეტი დოზის მოძიებისკენ უნდა იყოს მიმართული.

 

ავტორი: ტატო ჩახნაშვილი

 

იტვირთბა....