„სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის” ვაქცინის შემოტანის პროცესის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი აპლიკაცია სწორად ვერ შეავსო. ამის შესახებ პარტიის წევრმა „დღის ნიუსრუმი” განაცხადა.
სერგო ჩიხლაძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ “კოვაქსის” პლატფორმაზე ასატვირთი დოკუმენტი არასწორად შეავსეს.
„კონტაქტი მაქვს კოლეგებთან, ვინც წინა ხაზზე არიან. მართლა არ მქონდა იმის განცდა, რომ ასე დაიგვიანებდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ აპლიკაციას ვერ შეავსებდნენ „კოვაქსზე” და შეცდომები ექნებოდათ. დოკუმენტაცია ვერ ატვირთეს. წარმოგიდგენიათ, როგორ არაპროფესიონალ ხალხთან, ბეცებთან გვაქვს საქმე? ეს ხომ დანაშაულებრივი გულგრილობაა”,-განაცხადა ჩიხლაძემ.
ამასთან, სერგო ჩიხლაძის თქმით, ვაქცინის შემოტანის დაგვიანების მიზეზი ისიცაა, რომ ხელისუფლებამ საკმარისად არ აწარმოა მოლაპარაკებები ვაქცინის მისაღებად მეგობარ ქვეყნებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან.
ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი-ორი კვირით გადაიწია.
თებერვლის ბოლოს ქვეყანა “ფაიზერის” ვაქცინის 30 ათასამდე დოზას ელოდებოდა