aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის და რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში – თამარ გაბუნიას განცხადება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა. თამარ გაბუნიამ იმედი გამოთქვა, რომ კოვაქსის პრესსამსახური დააზუსტებს იმ უზუსტობას, რომელიც მისი აზრით, მაინც იყო ინტერპრეტაციის, ან შესაძლოა თარგმანის უზუსტობა. მისივე თქმით, კოვაქსთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა გრძელდება და ის კვლავ რჩება ქვეყნის მთავარ პარტნიორად ვაქცინების მობილიზების პროცესში.

გაბუნიას განცხადებით, გასული დღის განმავლობაში, რამდენჯერმე ჰქონდა კომუნიკაცია კოვაქსის წარმომადგენლებთან და გრძელდება მუშაობა როგორც “ასტრაზენეკასთან”, ასევე “ფაიზერთან” საკონსულტაციო ზართან დაკავშირებით.

“ამ ეტაპზე ვაგრძელებთ თანამშრომლობას კოვაქსთანაც და ფაიზერთანაც. გვაქვს იმის მოლოდინი, რომ მოკლე ხანში ეს გადავადება აღმოიფხვრება და ის დამატებითი პირობა, რომელსაც ფაიზერი გაგვიზიარებს სატელეფონო კონსულტაციის დროს შესრულდება და ჩვენ შეპირებულ ვაქცინას მივიღებთ მალევე.

“ასტრაზენეკასთან დაკავშირებით, იცით რომ თანხა გადახდილია და ალბათ მოწოდება დასრულდება უახლოეს მომავალში. ზუსტ თარიღს გვაცნობებენ. ფაიზერთან მიმართებაში უნდა ჩაინიშნოს ისევ საკონსულტაციო-სატელეფონო ზარი, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს ის პირობები, რომელსაც ის აყენებს.

ჩვენი კომუნიკაცია ემყარება კოვაქსისგან მიღებულ ოფიციალურ კორესპონდენციას, სადაც საქართველოსთვის მითითებულია “ფაიზარეისა” და ‘ასტრაზენეკას” მიღებისთვის საჭირო ეტაპები და პირველ კვარტალში ხდება ამ ყველაფრის მიღება”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

იტვირთბა....