ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაპირისპირება არსებობს ჩემსა და მხოლოდ ერთ სუბიექტს შორის”- ამირან გამყრელძე განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან მისი გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ მას დაპირისპირება არავისთან აქვს.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ერთადერთი სუბიექტი არსებობს,  ვისთანაც მას დაპირისპირება აქვს და ეს კორონავირუსია.

„დაპირისპირება არსებობს ჩემსა და მხოლოდ ერთ სუბიექტს შორის, ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი – SARS-COV-2, რომელიც იწვევს დაავადებას კოვიდ 19-ს. ეს დაპირისპირებულობა არსებობს, რომელსაც ვებრძვი წელიწადი და ერთი თვეა. ხან მე ვჯობნი მას და ვჯაბნიდი სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მერე მან დამჯაბნა მე სექტემბრის მეორე ნახევრიდან. დეკემბრის მეორე ნახევრიდან ისევ დაიწყო ამ ბრძოლაში ჩემი უპირატესობა და დღეს ისევ ჯერჯერობით მე ვჯობნი მას. ვნახოთ საბოლოოდ როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა.

არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან არ მაქვს. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, განხილვა და კამათი გვაქვს, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ,  პირველ მარტს “სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან ამირან გამყრელიძის შესაძლო გადაყენებაზე ინფორმაცია გაავრცელა. ჩიხლაძის თქმით, გამყრელიძის მიდგომა არის დაუსაბუთებელი, ასევე, არსებობს საეჭვო შესყიდვები, ათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული.

ასევე, ინფორმაცია გავრცელდა ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შორის არსებულ დაპირისპირებაზე, რას მინისტრმა უარყო.

იტვირთბა....