საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, უარყოფს რომ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს შორის ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით უთანხმოებაა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა “დღის კურიერში” განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია ამირან გამყრელიძის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება:
“მე უკვე მაქვს დეჟავუ. ეს კითხვა იყო შარშან გაზაფხულზე, შემდეგ ზაფხულში, შემოდგომას, შემდეგ ზამთარშიც და ახლა უკვე მეხუთედ ვიმეორებ, რომ ჩემსა და ამირან გამყრელიძეს შორის უთანხმოება არ არსებობს”, – თქვა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, დღეს “სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან ამირან გამყრელიძის შესაძლო გადაყენებაზე ინფორმაცია გაავრცელა. ჩიხლაძის თქმით, გამყრელიძის მიდგომა არის დაუსაბუთებელი, ასევე, არსებობს საეჭვო შესყიდვები, ათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული.
ასევე, დღეს “კოვაქს პლატფორის” განცხადება გაავრცელდა, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. როგორც “კოვაქსიდან” “ინტერპრესნიუსს” სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.