გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მარტს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ასევე წვიმას უნდა ველოდოთ ოზურგეთში, სადაც დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსს და მზიან ამინდს პროგნოზირებენ, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში +7 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი ამინდია ზუგდიდში, ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 იქნება. სოხუმში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება. თოვაა მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.
თოვლია ნავარაუდები ჭიათურაშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +5 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +3 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -13 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია ქარი.
გორში დღისით +8 გრადუსი მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +2 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსი იქნება. თოვლია ომალოში. ჰაერის ტემპერატურა დღისით -3 გრადუსი იქნება, ღამე კი -15 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში თოვლჭყაპია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლჭყაპს პროგნოზირებენ თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე თოვლჭყაპია მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი –2 გრადუსი დაფიქსირდება. +7 და თოვლია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს. რუსთავში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი. თბილისში დღის ბოლოს მცირე ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.