საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 532-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 163 პაციენტი.