ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ მოქმედებს „ფაიზერის“ ვაქცინა ჭარბი წონის მქონე პირებში? – კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი pfizer-ის ვაქცინის შესახებ უახლეს ინფორმაციას სოციალურ ქსელში აზიარებს და წერს, რომ ჭარბწონიან ადამიანებს შესაძლოა ვაქცინის ორმაგი დოზა დასჭირდეთ.

„ფაიზერის ვაქცინა შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს ჭარბი წონის პირებში! პ.ს. ყველა პირობა გაქვთ შექმნილი ვაქცინის მოსვლამდე წონაში დაიკლოთ“.

როგორც მასალაში ვკითხულობთ, ჭარბი წონის მქონე ადამიანების ორგანიზმი pfizer-ის ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორჯერ ნაკლებ ანტისხეულებს აწარმოებს, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანი. ამის გამო ჭარბი წონის მქონე ადამიანებს შეიძლება უფრო დიდი დოზის გაკეთება დასჭირდეთ.

ამასთან, სიმსუქნე ზრდის Covid-19–ით სიკვდილის რისკს თითქმის 50% – ით, ასევე ზრდის საავადმყოფოში მოხვედრის რისკს 113%–ით“, – წერს კულუმბეგოვი.

იტვირთბა....