aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბიჭი, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

24 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახი 27 თებერვლიდან ეძებდა,  გარდაცვლილი იპოვეს.

24 წლის კახა კახიანი 27 თებერვალს, 15:00 საათზე ბოლოს საჩხერესთან ახლოს ნახეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქ ჭიათურიდან ქალაქ საჩხერის მიმართულებით უცნობმა პირმა გაიყოლა და შემდეგ მისი კვალი თითქმის გაქრა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მცხეთაში ავარიის დროს დაიღუპა.

„ბიჭს, რომელსაც ვეძებდით წუხელ იპოვნეს. დაიღუპა, მანქანამ გაიტანა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც გააზიარა და გულთან მიიტანა ეს ამბავი“, – წერს გარდაცვლილის ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

იტვირთბა....