ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ისანში აალდა ძველი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო”- რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი

„საქართველოს რკინიგზა“  სამგორში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის განცხადების მიხედვით, ისანში „საქართველოს რკინიგზის“ თბილისის საკვანძო სადგურში გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა აალდა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შემთხვევა მოხდა ისანში, “საქართველოს რკინიგზის” თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სამგორში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო ხილვადობა გართულებულია. ადგილზე სამაშველო 14 ბრიგადა მუშაობს.

იტვირთბა....