aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევრპსაბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასდროს”- სალომე ზურაბიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასდროს,”- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა საქართველო, როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული გაძლიერდეს და გამყარდეს.

“დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასდროს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, დემორკატიული გზა გააგრძელოს და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. ეს როგორც არასდროს ისეა მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა საქართველო, როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული გაძლიერდეს და გამყარდეს. საქართველოს მსგავსად, ევროკავშირსაც სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ევროკავშირთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ერთად ვიმუშაოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით გვიან ღამით ჩამოვიდა, დღეიდან ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრები დაიწყო.შარლ მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.

გარდა ამისა, შარლ მიშელი თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უმასპინძლებს და მათთან გამართავს შეხვედრას. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

იტვირთბა....