ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით გვიან ღამით ჩამოვიდა, დღეიდან ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრები დაიწყო.
შარლ მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. პრეზიდენტთან შემდეგ ერთობლივ ბრიფინგიც გაიმართა.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა. ამ წუთებში შარლ მიშელ ხურვალეთში ელოდებიან.
გარდა ამისა, შარლ მიშელი თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უმასპინძლებს და მათთან გამართავს შეხვედრას.დღესვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.