ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ვაქცინების დოზებზე წვდომა ჰქონდეს”- ევროკავშირის პრეზიდენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იმედს გამოთქვამს, რომ ვაქცინების დისტრიბუცია საქართველოში მალე მოხდება.

შარლ მიშელის თქმით, ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რომ საქართველოს ვაქცინაზე წვდომა ჰქონდეს. ამის შესახებ შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროკავშირი არის მთავარი დონატორი „კოვაქს პროგრამის“ და ამის წყალობით, იმედი მაქვს, რომ საქართველოში მალე იქნება ვაქცინების დისტრიბუცია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ვაქცინის დოზებზე წვდომა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ერთად“, – განაცხადა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით გვიან ღამით ჩამოვიდა, დღეიდან ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრები დაიწყო.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.

გარდა ამისა, შარლ მიშელი თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უმასპინძლებს და მათთან გამართავს შეხვედრას. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

იტვირთბა....