საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს.როგორც მან თებერვალს განაცხადა, საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება უფრო პრიორიტეტულია. სააკაშვილის თქმით, ნამახვანჰესის მშენებლობაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებია ჩადებული.
ნამახვანჰესის შესახებ მას 2012 წელს მიხეილ სააკაშვილს სხვა პოზიცია ჰქონდა.
„სულ რაღაც ორიოდ თვეში, ჩვენ ვიწყებთ ორჯერ და მეტჯერ დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ნამახვანზე. ეს, ასევე, აძლიერებს ენგურის სიმძლავრეს და ერთად, ორივე ამ ჰესის სიმძლავრე პრაქტიკულად, გაუტოლდება იმას, რაც თავიდან იყო ენგური“ – თქვა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს ჭუბერში, მოსახლეობის წინაშე გამოსვლისას.
იხილეთ ვიდეო: