ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი განცხადებას აქვეყნებს, რომ ცოტა ხნის წინ ისლანდიაში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. –
მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი რეიკიავიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 268 კილომეტრის დაშორებით, 5 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა.
ამ დროისთვის მსხვერპლის, ზარალის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გარდა ამისა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, სეისმოლოგებმა აღნიშნულ რეგიონში კიდევ რამდენიმე ბიძგი დააფიქსირეს, რომელთა სიდიდე 3.0-დან 5.0 ერთეულამდე მერყეობდა.
ცნობისათვის, გასული კვირის განმავლობაში ისლანდიაში არაერთი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა მაქსიმალური სიმძლავრე 5.6 მაგნიტუდას აღწევდა.