“პანდემიის ერთმა წელმა ნათლად დაგვანა, თუ რამდენად უმნიშვნელოა მატერიალური კეთილდღეობა, როცა საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა.
ამასთან, ექიმმა დედაქალაქის მერის მიერ მისთვის საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებაც გაიხსენა და თქვა რომ ეს დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს.
“პანდემიის ერთმა წელმა დაგვანახა, რომ მატერიალურ კეთილდღეობა არაფერია, როდესაც ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი… როცა გრძელვადიან გეგმებზე ფიქრობ, ერთ წამში შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. ამიტომ ვეცადოთ ვთესოთ სიკეთე და გვიყვარდეს ერთმანეთი.
ეს ტიტული [საპატიო თბილისელის წოდება] ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ გაათმაგებული პასუხისმგებლობით უნდა ვაკეთო ჩემი საქმე. ჩემი ჯვარი მძიმეა და არ მინდა ცხოვრებაში შეცდომა დავუშვა, ეს ღვთით ბოძებული პროფესიაა და ღმერთის დახმარებით, გაათმაგებული ენერგიით უნდა ვაკეთო ჩემი საქმე”, – აღნიშნავს ექიმი.