“მსოფლიოში რეინფიცირების რაოდენობა არც ისე ცოტაა,” – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
ალერგოლოგმა ჟურნალ “ნეიჩერის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით იმ პაციენტის შესახებ ისაუბრა, რომლის ორგანიზმშიც ვირუსს 144 დღე ეძინა.
„ზოგადად, კვლავ განმეორებითი PCR პოზიტიური პაციენტების რაოდენობა მთლად მცირე არ არის. დაახლოებით 0.1%-ია მთლიანად დაავადებული ადამიანების, უხეშად ასე ითვლიან. მაგრამ, სამწუხაროდ, სტანდარტი რომ ვთქვათ ეს არის რეინფიცირება თუ რეაქტივაცია, ამისთვის არსებობს ასეთი სტანდარტი, რომ პირველი ინფექციიდან მეორემდე გასული უნდა იყოს მინიმუმ 3 თვიანი პერიოდი და აუცილებლად, ორივე შემთხვევაში გენომური სექვენირების გზით დადგენილი უნდა იყოს, რომ ეს არის განსხვავებული ვარიანტები და არა ერთი და იგივე ვირუსი.
რამდენიმე დღის წინ, ჟურნალმა “ნეიჩერმა“ გამოაქვეყნა პაციენტის ისტორია, რომელიც ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა. პაციენტი კვლავ ავად გახდა, პოზიტიური პასუხი ჰქონდა PCR-ის, 144 დღის შემდგომ პირველი დაავდებიდან და გენომური სექვენირებით აღმოჩნდა, რომ ორივე იყო ერთი და იგივე ვირუსი. მის ორგანიზმში პერსისტირდა ინფექცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ იყო რეინფიცირება, 144 დღე ეძინა ვირუსს მის ორგანიზმში,“ – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.