ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა ზ.ჩ.-მ თვითმკვლელობა სცადა. პატიმარმა პროტესტის ნიშნათ თვითდაზიანებები მიიყენა. ამის შესახებ თავად პატიმრის მეუღმე ჰყვება.
როგორც პატიმრის მეუღლე აცხადებს,ზ.ჩ.-ს სიცოცხლისთვის ძალიან საშიში დაავადება აქვს, ამიტომ დროული სამედიცინო მკურნალობა ესაჭიროება.
მეუღლის ინფორმაციით, პატიმარმა ციხის მთავარ ექიმს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უთრხა, თუმცა ყურადღება არ მიაქციეს. თვითდაზანენების მიღებას სწორედ ამას უკავშირდებოდა.
როგორც მეუღლე ჟურნალისტთან აცხადებს, პატიმარმა თვითდაზიანებები ხელისა და მუცლის არეში მიიყენა, თუმცა დაწესებულებამ სამკურნალოდ კლინიკაში არ გადაიყვანა და ღია ჭრილობები დაუტოვეს.
მეუღლე მომხარს პროკურატურას აბრალებს და ამბობს, რომ ეს უწყების ზეწოლით ხდება, რადგან პატიმრის მდდომარეობა გაუარესდეს.
“ეს არის პროკურატურის ზეწოლა, უნდათ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესონ. მათ უნდათ, რომ მოკვდეს ჩემი ქმარი, რადგან მკვდრები არ ლაპარაკობენ. ჩემი ქმარი არის უდანაშაულო და ის ეწირება პოლიტიის მიერ ჩადენილ დანაშაულს,”- აცხადებს ზ.ჩ.-ს მეუღლე.
ბრალდებას უკვე გამოეხმაურნენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებები უსაფუძლოა და პატიმარს ყველა შესაბამისი მკურნალობა უტარდება.